ინფიცირების მიმდინარე აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 27 434-ს უტოლდება. მათ შორის - 6 897 პაციენტი მკურნალობს კლინიკებში, 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, ხოლო კიდევ 16 568 პირი საცხოვრებელ სახლებში რჩება.
67 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის. 982 ფიზიკური პირი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას - დაასაბუთოს ბოლო დროს გამკაცრებული თითოეული შეზღუდვა, ახსნას ყველა შეზღუდვის უშუალო კავშირი ვირუსის პრევენციასთან და გამოაქვეყნოს ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, სწორედ ამის შედეგად, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა.18 095 ტესტიდან 7 716 იყო ანტიგენზე და 10 379 კი - 0 PCR“