კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევიდან 636 თბილისიდანაა
საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევაა
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1731 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით 87-ით ნაკლებია. მეხუთე დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირედით იკლებს.
შემთხვევების დინამიკა ოქტომბერში:
1 ოქტომბერი - 448;
2 ოქტომბერი - 453;
3 ოქტომბერი - 471;
4 ოქტომბერი - 554;
5 ოქტომბერი - 578;
6 ოქტომბერი - 549;
7 ოქტომბერი - 508;
8 ოქტომბერი - 472;
9 ოქტომბერი - 527;
10 ოქტომბერი - 519;
11 ოქტომბერი - 523;
12 ოქტომბერი - 478;
13 ოქტომბერი - 569;
14 ოქტომბერი - 680;
15 ოქტომბერი - 919;
16 ოქტომბერი - 887;
17 ოქტომბერი - 958;
18 ოქტომბერი - 1192;
19 ოქტომბერი - 1186;
20 ოქტომბერი - 1194;
21 ოქტომბერი - 1351;
22 ოქტომბერი - 1595;
23 ოქტომბერი - 1759;
24 ოქტომბერი - 1941;
25 ოქტომბერი - 1928;
26 ოქტომბერი - 1872;
27 ოქტომბერი - 1824;
28 ოქტომბერი - 1731.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 33 858 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2197 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 14 829.
დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 253 ადამიანი.
კენჭისყრა საარჩევნო უბნებზე - როცა თავად მიდიხართ
ვინ დაიშვება პირბადის გარეშე?
კენჭისყრა იზოლაციაში - როცა საარჩევნო ყუთი მოდის თქვენთან
როგორ დაითვლიან ხმებს სპეცუბნებზე?
საერთაშორისო გამოცდილებიდან
რატომ აქვს საქართველოს ინფიცირებული მედიკოსების მაღალი მაჩვენებელი და შექმნის თუ არა ეს ისეთ კრიზისს სამედიცინო მომსახურებაში, რომლის დროსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება გაჭირდება?