Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
20:16 25.10.2020

რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო COVID19-ით ინფიცირებისათვის?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს COVID19-ით ინფიცირების მაღალი და დაბალი რისკების ჩამონათვალს. ჩამონათვალში დეტალურად წერია, რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სივრცედ სახელდება დახურული შენობები, მათ შორის, ოფისები, სკოლები, რესტორნები, რელიგიური სივრცეები, კინოთეატრები.

წაიკითხე მეტი...

11:29 25.10.2020

COVID19-ის 1928 შემთხვევიდან 788 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1 928 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 788
  • აჭარა - 551
  • იმერეთი - 245
  • ქვემო ქართლი - 87
  • შიდა ქართლი - 33
  • გურია - 35
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 93
  • კახეთი - 42
  • მცხეთა-მთიანეთი - 20
  • სამცხე-ჯავახეთი - 27
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7

25 ოქტომბრის მონაცემებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 106 ინფიცირებული იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 429-ს შეადგენს.

11:27 25.10.2020

თენგიზ ცერცვაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, ეს ტყუილია

„მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია", - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის ვრცელ წერილს ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

წაიკითხე მეტი...

11:25 25.10.2020

NCDC: ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბოლო პერიოდში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით, ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა, გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”, - ნათქვამია NCDC-ს განცხადებაში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG