ახალი სახეობის კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევა აშშ-შიც დაადასტურეს
აშშ-ში გამოვლენილია ახალი კორონავირუსით SARS-CoV-2 ადამიანის ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევა.
სამეცნიერო-სამედიცინო ჟურნალში The Lancet Infectious Diseases გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ნევადის შტატში მცხოვრებ 25 წლის მამაკაცს, დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში კორონავირუსი ორჯერ დაუდასტურდა. ამასთან, მეორედ მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო. მეცნიერების განმარტებით, პაციენტი ინფიცირებული იყო ვირუსის ორი სხვადასხვა სახეობით.
ნევადის უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, ჯერჯერობით შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ადამიანი იმუნიტეტს კორონავირუსით პირველად ინფიცირების შემდეგ, თუმცა ცხადია, რომ ხელმეორედ დაინფიცირება შესაძლებელია.
ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია ბელგიაში, ნიდერლანდში, ჰონ-კონგსა და ეკვადორშიც.
როგორ დავიცვათ თავი კოვიდისგან - ბავშვები მსჯელობენ
11 ოქტომბრის დილის შემდეგ, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი.
პირდაპირი: უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
წაიკითხეთ ასევე: