კორონავირუსის გავრცლების შესაჩერებლად ჩეხეთის მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ხმაურიან პრაღის ქუჩებში უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა.
კორონავირუსის შიშით დაცარიელებული პრაღა

1
13 მარტი. პრაღის სასახლის („პრაჟსკი ჰრადის“) მთავარი კარიბჭე. სასახლე დაიკეტა და მის მცველებს უბრძანეს დაეტოვებინათ თავიანთი საგუშაგოები.

2
თანამედროვე პრაღის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა პრაღის სასახლის დახურვა და საგუშაგოზე მდგარი დაცვის მიერ პოსტის დიდი ხნით დატოვება.

3
ორი ტურისტი ერთმანეთს უღებს ფოტოს „პრაჟსკი ჰრადის“ მახლობლად მდებარე გადასახედ მოედანზე, სადაც, ჩვეულებრივ, უამრავი ადამიანი ირევა.

4
ტურისტები პრაღის მალა სტრანას რაიონში მდებარე დაცარიელებულ კოლონადაში.

5
ქალები ქირურგიული ნიღბებით, მათ შორის ერთ-ერთს ჩვილი ბავშვი მიჰყავს.

6
ოფიციანტი ქალი კაფეს კარებზე წერს ახალ სამუშაო საათებს. 13 მარტიდან რესტორნებსა და ბარებს 20:00 საათამდე უნდა ემუშავათ, მაგრამ 14 მარტს ჩეხეთის მთავრობამ 10 დღის განმავლობაში საერთოდ აუკრძალა მუშაობა ასეთ დაწესებულებებს.

7
პრაღის ძველ ქალაქში მდებარე რესტორანი. 13 მარტს, 19:13 საათისთვის, როდესაც ფოტოა გადაღებული, მასში მხოლოდ ორი კლიენტი იმყოფებოდა.

8
მომკელის შემზარავ კოსტიუმში გამოწყობილი უკრაინელი კაცი ძველ ქალაქში რუსულ ენაზე ატარებს ექსკურსიას „პრაღის ლეგენდებზე“.გიდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა 75 %-ით შემცირდა იმასთან შედარებით, რაც ვირუსის ეპიდემიამდე იყო.

9
ტურისტებით ყველაზე უფრო გადატვირთული ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი პრაღის შუაგულში.

10
ქალს სუნთქვისას სახეზე თავსაფარი აქვს აფარებული. პრაღა, მალა სტრანა.