კომუნისტური ბერლინი: მაშინ და დღეს

ამოს ჩეპლი

ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავზე რადიო თავისუფლების ფოტოკორესპონდენტმა, ამოს ჩეპელმა, მოინახულა გერმანიის დედაქალაქის რკინის ფარდის მიღმა მდებარე ზუსტად ის ადგილები, რომლებიც აღბეჭდილი იყო 14 დასამახსოვრებელ ფოტოზე. (გადაატარეთ ფოტოზე კურსორი, ან აამოძრავეთ თითოეული ფოტოს სლაიდერი, რათა ძველი და ახალი ფოტოები ერთმანეთს შეენაცვლოს)

ასე ჩანდა რაიხსტაგის შენობა 1962 წელს მავთულხლართიანი ღობის მიღმა, რომელიც ბერლინის კედელმა შეცვალა. სანამ ზღუდეს ააგებდნენ 1961 წელს, საბჭოთა ზონა, ბერლინის აღმოსავლეთი ნაწილი, დატოვა მისი მოსახლეობის 20-მა პროცენტმა, სამ-ნახევარმა მილიონმა ადამიანმა, რომელიც გადავიდა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჯარების კონტროლის ქვეშ მყოფ დასავლეთ ბერლინში. // ფოტო: ფორტეპანი/გიულა ნაგი

აღმოსავლეთ ბერლინის ცენტრი - უცნობი ქალის ფოტო, გადაღებული 1974 წელს. 1949-დან 1990 წლამდე ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობა, რომელსაც მოსკოვი ზედამხედველობდა. // ფოტო: ფორტეპანი/ჩუკიეგერ ტუმბლრ

იოსებ სტალინის ხუთმეტრიანი ქანდაკება შტალინ-ალეეზე (ახლა კარლ-მარქს-ალეე), 1958 წელი. კომუნისტურ გერმანიაში საბჭოთა დესტალინიზაციის კამპანიის დროს ძეგლი დაამსხვრიეს და ნაწილები ღამით მალულად გაიტანეს. შემონახულია საბჭოთა დიქტატორის ბრინჯაოს ყური და ახლა <a href='https://commons.wikimedia.org/wiki/Category:Caf%C3%A9_Sibylle#/media/File:Stalindenkmal_Berlin_Ohr.JPG' target='_blank'>on display</a> მახლობელ კაფეშია გამოფენილ // ფოტო: ფორტეპანი/ანა გარები
იოსებ სტალინის ხუთმეტრიანი ქანდაკება შტალინ-ალეეზე (ახლა კარლ-მარქს-ალეე), 1958 წელი. კომუნისტურ გერმანიაში საბჭოთა დესტალინიზაციის კამპანიის დროს ძეგლი დაამსხვრიეს და ნაწილები ღამით მალულად გაიტანეს. შემონახულია საბჭოთა დიქტატორის ბრინჯაოს ყური და ახლა on display მახლობელ კაფეშია გამოფენილ // ფოტო: ფორტეპანი/ანა გარები
ფოსტის მოხელე კარლ-მარქს-ალეეზე, 1961 წელი. საფოსტო ყუთები ქუჩებში კომუნისტურ საიდუმლო სამსახურის <a href='https://www.rferl.org/a/the-secret-lives-of-the-stasi-in-photos/29652003.html' target='_blank'> თვალთვალის ობიექტი </a> იყო და მათ ხშირად უღებდნენ ფოტოებს, რათა შეეტყოთ, ვინ ვის და რა გაუგზავნა. // ფოტო: ფორტეპანი/გიულა ნაგი
ფოსტის მოხელე კარლ-მარქს-ალეეზე, 1961 წელი. საფოსტო ყუთები ქუჩებში კომუნისტურ საიდუმლო სამსახურის თვალთვალის ობიექტი იყო და მათ ხშირად უღებდნენ ფოტოებს, რათა შეეტყოთ, ვინ ვის და რა გაუგზავნა. // ფოტო: ფორტეპანი/გიულა ნაგი
ნისლში ჩაძირულ ბრანდენბურგის ჭიშკარს ახლად აღმართული ბერლინის კედლის მიღმა გაჰყურებს უცნობი კაცი, 1961 წლის ნოემბერი // ფოტო: ასოშიეიტედ პრესი/ჰაინრიხ ზანდენი იუნიორი.

ხედი „როტეს რატჰაუზზე“ აღმოსავლეთ ბერლინის სატელევიზიო ანძიდან, 1970 წელი <a href='https://en.wikipedia.org/wiki/Fernsehturm_Berlin' target='_blank'>television tower</a> in 1970. // ფოტო: ფორტეპანი/გიულა ნაგი
ხედი „როტეს რატჰაუზზე“ აღმოსავლეთ ბერლინის სატელევიზიო ანძიდან, 1970 წელი television tower in 1970. // ფოტო: ფორტეპანი/გიულა ნაგი
შეიარაღებულმა კომუნისტურმა „საბრძოლო ჯგუფმა“ გადაკეტა „საზღვარი“ აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს შორის, რათა მოამზადოს ბერლინის კედლის აშენება. 1961 წლის აგვისტო. //
ფოტო: გერმანიის ფედერალური არქივი/პეტერ ჰაინც იუნგე
შეიარაღებულმა კომუნისტურმა „საბრძოლო ჯგუფმა“ გადაკეტა „საზღვარი“ აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს შორის, რათა მოამზადოს ბერლინის კედლის აშენება. 1961 წლის აგვისტო. // ფოტო: გერმანიის ფედერალური არქივი/პეტერ ჰაინც იუნგე
ხედი ბერლინის სატელევიზიო ანძიდან კარლ-მარქს-ალეეს მიმართულებით 1970 წელს. არეალი ომის დროს თითქმის სრულიად განადგურდა მოკავშირეთა დაბომბვის შედეგად და შემდგომ მთლიანად სტალინისტური არქიტექტურის სტილში განაშენიანდ // ფოტო: ფორტეპანი/გიულა ნაგი

ბოლშევიკების ლიდერ ვლადიმირ ლენინის 19-მეტრიანი ქანდაკება აღმოსავლეთ ბერლინში, მოედანზე. 1973 წელი. 1991 წელს გრანიტის ძეგლი წააქციეს, დაჭრეს და ბერლინის გარეუბანში, ტყეში, მიწაში დაფლეს. ძეგლის თავი მოგვიანებით, 2015 წელს, კვლავ ამოთხარეს და ბერლინის მუზეუმში მოათავსეს // ფოტო: ვლადიმირ მუსაელიან/ტასი

ტურისტები წვიმაში ჯერ დაუმთავრებელ ბერლინის კედელთან, რაიხსტაგის მახლობლად, 1962 წელს. ამ ისტორიულ შენობაში იმყოფებოდა გერმანიის პარლამენტი 1894-დან 1933 წლამდე. ომის დროს ის ნანგრევებად იქცა. ფოტოზე რეკონსტრუქციის პერიოდია გამოსახული. ბუნდესტაგი, გაერთიანებული გერმანიის პარლამენტი, ამ შენობაში მუშაობს 1999 წლიდან, რეკონსტრუქციის შემდეგ, რომელიც ბრიტანელი არქიტექტორის, ნორმან ოსტერის, ხელმძღვანელობით ჩატარდა. შენობა დღეს გერმანიის ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობაა.// ფოტო: ფორტეპანი/გიულა ნაგი

პანო ალექსანდერ პლაცის მახლობლად // ფოტო: ვალენტინ სობოლევისა/ტასი

ცერემონია ჩირაღდნებით ომის საბჭოთა მემორიალთან, ტრეპტოვის პარკში. მონუმენტი აიგო ბერლინისთვის 1945 წლის ბრძოლაში დაცემული 80 ათასი საბჭოთა მეომრის ხსოვნის პატივსაცემად // ფოტო: ტასი/ვიქტორ კოშევოი

„რესპუბლიკის სასახლე“ ბერლინის განთქმული სატელევიზიო ანძის ფონზე 1977 წელს. დაბალი შენობა აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური რეჟიმის პარლამენტი იყო. 2003 წელს გერმანიის ბეუნდესტაგმა დაადგინა დაენგრიათ შენობა. მის ადგილას ახლა შენდება ასლი მე-15 საუკუნის შენობისა, რომელიც თავდაპირველად იქ იდგა. მისი გახსნა 2019 წლისთვისაა დაგეგმილი // ფოტო: კრეატივ კამანს/იშტვან

მსოფლიო საათი ალექსანდერპლაცზე 1974 წელს. საათი, რომელიც მსოფლიო ქალაქების დროს აჩვენებს, მისი აგებიდან 1969 წლის შემდეგ ადამიანების შეხვედრის ადგილი იყო. 1989 წლის 4 ნოემბერს აქ შეიკრიბა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმს პროტესტს უცხადებდნენ. ხუთი დღის შემდეგ ბერლინის კედელი დაეცა. // ფოტო: ფორტეპანი/ჩუკიეგერ ტუმბლრ