Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კმარა პუტინი! - თბილისში მცხოვრებმა რუსებმა აქცია გამართეს


თბილისში მცხოვრები რუსების აქცია. 2024 წლის 17 მარტი
თბილისში მცხოვრები რუსების აქცია. 2024 წლის 17 მარტი

თბილისში, პირველი სკოლის წინ, გაიმართა საპროტესტო აქცია.

აქციის ორგანიზატორები არიან ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ და საქართველოში მცხოვრები რუსი აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ „ტყუილის, ომის და რეპრესიების წინააღმდეგ".

ამ აქციით ისინი უერთდებიან კამპანიას, „შუადღე პუტინის წინაარმდეგ“, რომელიც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ იმართება.

„არ მგონია, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. ეს მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ, რუსები, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, აქედანაც უნდა ვეცადოთ როგორმე ამის გამოსწორებას“, - აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს თავისუფლების მოედნისკენ, სადაც გამართავენ კიდევ ერთ ხანმოკლე აქციას, რომლის მთავარი სათქმელი ის არის, რომ არ აღიარებენ პუტინის პრეზიდენტობას.

დღეს, 17 მარტს, რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო, მესამე დღეა.

XS
SM
MD
LG