31 მაისს მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან მიმდინარე მშენებლობის გამო კლდის საკმაოდ დიდი ნაწილი მწვანე საფართან ერთად ჩამოინგრა.
- სასტუმროს კომპანია “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ პლუსი” აშენებს.
- ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ პლუსის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ბიძინა წაქაძეა, რომელსაც სხვა კომპანიებშიც აქვს ინტერესები და რომელიც პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია.
- ბიძინა წიქაძემ 2016 წელს ქართულ ოცნებას 60 000 ლარი გადაურიცხა.
- სასტუმროს მშნებელობაზე ნებართვა 2017 წელს გაიცა.
- საინჟინრო-ეკოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასებაში ეწერა, რომ “მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის რელიეფი რთულია. ხასიათდება დაფერდებებით და მნიშვნელოვანი დონეთა სხვაობებით. ძირითადი ქანები, რომლებზეც გათვალისწინებულია შენობის დაფუძნება, გამოფიტვის სხვადასხვა ხარისხით ხასიათდებიან.”