2 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო კამილა მამედოვა, "მარნეულის რადიოს" დირექტორი. მან ილაპარაკა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, გამოწვევებსა და სათემო რადიოს როლზე - უპასუხოს მათ. "მარნეულის რადიოში" მორიგი სიახლეა: კამილა მამედოვამ ნონა სამხარაძესთან და ოლგა ენდელაძესთან ერთად ახალი გადაცემა - "ქალის აზრი" წამოიწყო. გენდერული თანასწორობის საკითხი მარნეულში აქტუალურია. კამილა მამედოვა იხსენებს შემთხვევებს, როცა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებზე არ იწვევდნენ ქალებს. "მარნეულის რადიოს" დირექტორი ლაპარაკობს ადგილობრივი მოსახლეობის საინფორმაციო იზოლაციაზე, რასაც კვალავაც დიდწილად განაპირობებს სახელმწიფო ენის უცოდინრობა. ჟურნალისტი ლაპარაკობს ადგილობრივი საზოგადოების თვითმმართველობაში ჩართულობის საკითხზე და ამ პროცესში ადამიანების ინფორმირების მნიშვნელობაზე.