ვიდეო კომენტარები
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ირაკლი ჭიჭინაძე ავღანეთში ნატოს მისიების შესახებ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ავღანეთის ორივე მისიაში მონაწილეობით თავდაცვის ძალებს „საკმაოდ დიდი ცოდნა“ და გამოცდილება დაუგროვდა. მისი თქმით, ამ „რთულ მისიებში“ მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველი საქართველოსთვის - „ნატოსთან თავსებადობის გაღრმავების“ კუთხით. ნატოს კოალიციის მისია დასასრულს უახლოვდება. საქართველოს კონტინგენტის პირველმა ასეულმა ავღანეთი მაისის ბოლოს დატოვა. ბოლო ქვედანაყოფი სამშობლოში ეტაპობრივად სექტემბრისთვის დაბრუნდება.