ექიმი დავით გზირიშვილი ესაუბრება განათლებით ექიმს, პროფესიით ჟურნალისტს, GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორ თიკო ცომაიას.
პოდკასტის თემებია:
- რაც ნაკლები ვიცი, ნაკლები მესმის და მაინტერესებს?
- სად მთავრდება "განგაში ატეხვა" და საიდან იწყება "პანიკის დათესვა" ?
- გამართლებულია თუ არა პანდემიის დროს ინფორმაციის შეზღუდვა?
- საჭიროა თუ არა სამედიცინო თემებს მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის ჟურნალისტები აშუქებდნენ?
- რა წყაროებს, ენას და კონტექსტს იყენებდა მედია?
- რა მნიშვნელოვანი კითხვები არ დასვა მედიამ?
ცნებების და ტერმინების განმარტება
ინფოდემია - მოზღვავებული ინფორმაცია, დიდი მოცულობის საინფორმაციის ტალღა, რომელსაც ხშირად თან ახლავს დამახინჯებული და მცდარი ცნობები გაჩენილი/შექმნილი კორონავირუსის პანდემიის ფონზე.