მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, პოსტზე დანიშვნიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლაპარაკობს მწერლების ამ დრომდე გაგრძელებულ ბოიკოტზე, იმაზე, თუ რატომ იშლება კრიტიკული კომენტარები მწერალთა სახლის პოსტების ქვეშ, როგორ უყურებს ის ლიტერატურული საზოგადოების კრიტიკას „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის და ერთი წლის შემდეგ ხომ არ ნანობს ღილაკზე თითის დაჭერას.
ჩვენ ასევე გვაინტერესებდა, რას ფიქრობს ქვეყნის მთავარი ლიტერატურული დაწესებულების ხელმძღვანელი "აგენტების კანონზე" დღეს; რას ფიქრობს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე, რომლითაც, შესაძლოა, ცენზურის ქვეშ ლიტერატურაც მოექცეს და როგორ წარმოუდგენია ლიტერატურის ცენზურა; ვკითხეთ მწერალთა სახლის მიერ ბოლო წლის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლებიც ხშირად ხდება კრიტიკის საგანი.
🔗"PEN საქართველოს" პრეზიდენტ ხათუნა ცხადაძესთან ინტერვიუ ნახეთ აქ
ფორუმი