Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ჯიშკარიანი: "ვფიქრობთ, არაგონივრულად გაიწელა ეს ყველაფერი"


17 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევაზე - ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას ნაკლული, შინაგანი ორგანოების გარეშე, გადაეცა. 12 აპრილს "ემპათიამ", რომლის ექსპერტიც მონაწილეობდა 20-21 მარტს ღამით ექსპერტიზის დაწყების პროცესში, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ყველა არსებული მასალის: რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის, რენტგენოლოგიური კვლევის, პირველადი დათვალიერებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გადაცემის მოთხოვნით. ეს მასალები "ემპათიის" ექსპერტს სჭირდება შუალედური დასკვნის მოსამზადებლად. მარიამ ჯიშკარიანი თვლის, რომ არაგონივრულად გაიწელა ექსპერტიზის პროცესი. თუკი მოთხოვნილი ინფორმაცია არ გადაეცემა, ცენტრი "ემპათია" აპირებს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან, მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, ეს ჩაითვლება ექსპერტიზისთვის ხელის შეშლად. იმ შემთხვევაში, თუკი საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სრულფასოვანი ექსპერტიზისთვის საჭირო ინფორმაცია და მასალა არ გადაეცემა თბილისს, ეს აისახება დასკვნაში და გახდება შესაბამისი ინტეპრეტაციის საფუძველი. მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ თეორიულად, ამ ნაკლული ინფორმაციისა და მასალის თბილისისთვის გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, შესაძლებელია სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე დასკვნის შედგენა. "დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს აგრეთვე ექსპერტიზის ბიუროს მუშაობის მოძველებულ სტანდარტსა და მიდგომებზე.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG