Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიხის ოთახი


თიხის ოთახი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00

ორივეს, ოღონდ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თიხა ბავშვობიდან უყვარდა. მაგრამ თიხის ოთახი (Ceramic Room) გაჩნდა მას მერე, რაც  ნინომ და ქეთიმ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს, დამეგობრდნენ და ქართული თიხით დამზადებული ფილების მოხატვა დაიწყეს.

ორივეს, ოღონდ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თიხა ბავშვობიდან უყვარდა. მაგრამ თიხის ოთახი (Ceramic Room) გაჩნდა მას მერე, რაც ნინომ და ქეთიმ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს, დამეგობრდნენ და ქართული თიხით დამზადებული ფილების მოხატვა დაიწყეს. მერე იდეას იდეა მოჰყვა და პატარა სახელოსნო, სადაც თავიდან მხოლოდ ორი გოგო, ორი სკამი და ერთი ღუმელი ეტეოდა, სხვადასხვა კერამიკული ნივთებით აივსო. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ამ ფილებით გაფორმებული მისამართის აღმნიშვნელი აბრები გამოჩნდა. რომელიღაც კაფეში მათი სანათი ჩამოკიდეს. სხვებმა იატაკი და კედლებიც გაიფერადეს. გოგოები ამბობენ, რომ თიხა ოცნებებს ასრულებს, რადგან მას ყველაფერი შეუძლია.
XS
SM
MD
LG