Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიხის ამბოხებული ორკესტრი რაჭაში


თიხის ამბოხებული ორკესტრი რაჭაში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:35 0:00

რაჭაში, ამბროლაურში, ერთი სახლის მეორე სართულზე არის პატარა სახელოსნო, სადაც ათობით თიხის ქანდაკება ცხოვრობს - ეს ამბროლაურელი მხატვრის, ბესო კობახიძის, ადგილია. მის ნახატებზე რამდენიმე წლის წინ დავწერე კიდეც, თუმცა მაშინ ბევრი არაფერი მომიყოლია ბესოს ამ „ამბოხებულ ორკესტრზე“, რომელიც ფრთამოტეხილი ანგელოზებისგან, თვითმფრინავის ფრთებიანი თუ მძიმე ზარს შეყუდებული მოწყენილი ტიპებისა და ჩაკეტილი სივრცის გარღვევის მსურველი, კისერზე ჩარჩოჩამოცმული ადამიანებისგან შედგება. სხვებიც ბევრნი არიან და ყველა თავის თავგადასავალს ჰყვება. ყველა რაღაცას აპროტესტებს. ბესო კობახიძის ენაც პროტესტის ენაა. და ამ პროტესტის ენერგიაც ერთ პატარა ქალაქში ტრიალებს. როცა იქ ვეღარ ეტევა, ბესო კობახიძე თავის ხელოვან მეგობრებთან ერთი-ორი დღით თბილისში გამორბის ხოლმე. იმუხტება, უკან, რაჭაში, ბრუნდება და მუშაობას აგრძელებს. მთავარია, საღებავები არასოდეს გამოელიოს.

XS
SM
MD
LG