Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"2015 წელთან შედარებით სიღარიბის მაჩვენებლები არის გაზრდილი"


13 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თინათინ ბაუმი, UNICEF-ის საქართველოს ოფისის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი. მან ილაპარაკა "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017"-ის შესახებ. რისთვის ატარებს გაეროს ბავშვთა ფონდი ამ კვლევას, რომელიც 12 ივნისს კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტის გამო - როცა მედია უმრავლესობის შეხვედრის დასრულებას სულ სხვა კითხვებზე პასუხისთვის ელოდა - საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. თინათინ ბაუმი "დილის საუბრებში" მოგვითხრობს კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე, რომელთა შორის არის 2015 წელთან შედარებით სიღარიბის ზრდა ქვეყანაში. ვინაიდან ბავშვიან ოჯახებზე ყველაზე მწვავედ აისახება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები: "კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბავშვიანი ოჯახები არის ის კატეგორია, რომელიც ყველაზე მეტად დაიჩაგრა სიღარიბის ზრდის შედეგად და სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ ბავშვიან ოჯახებშია", - ამბობს თინათინ ბაუმი.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG