ქართველი გლაციოლოგი და გეოგრაფი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ტიელიძე, მსოფლიოს 27 წამყვან მეცნიერთან ერთად მონაწილეობს აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე ორთვენახევრიან ექსპედიციაში, რომლის მიზანიც, ამ კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი, დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლაა.
დენმენის დნობა უდიდეს გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე.
ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამა კი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაციაა, რომელიც ფარავს არა მხოლოდ ანტარქტიდის კონტინენტს, არამედ სამხრეთის ოკეანესაც და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოს თანამედროვე და წარსული გარემოს, ბიომრავალფეროვნების, და კლიმატის ცვლილების შედეგების გაგებაში.
ლევან ტიელიძე პირველი ქართველი მეცნიერია, ვინც ბოლო 50 წლის განმავლობაში, პირველად დადგა ფეხი თეთრ კონტინენტზე სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად.
ამ ვიდეოში ის სწორედ თავის ანტარქტიდულ თავგადასავალსა და გამოცდილებაზე გვიყვება.
წაიკითხეთ აქ: http://tinyurl.com/387ppxhv