თბილისის ომი: მაშინ და ახლა

ეიმოს ჩეპლი

21 დეკემბერი, 2021

1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არტილერიისა და ავტომატების ხმა ისმოდა.

დღეს, 30 წლის შემდეგ კი კურიერები დაქრიან იქ, სადაც, 30 წლის წინ, ტანკები იდგნენ.

დააჭირეთ ისტორიულ ფოტოებს და ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება ეს ადგილები დღეს.

Caption
შეიარაღებული შეტაკება ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ოპოზიციის მებრძოლებს შორის თბილისის ზღვასთან.
Caption
რუსთაველის გამზირზე დაჭრილი ოპოზიციის მებრძოლი სამშვიდობოზე გაჰყავთ.
Caption
ჯავშანმანქანა ინგლისური წარწერით, რომელიც ასე ითარგმნება: „ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის“.
Caption
გამსახურდიას მომხრეები პარლამენტის შენობის უკან ტერიტორიას იცავენ.
Caption
ოპოზიციის მებრძოლი ნაღმმტყორცნში ყუმბარას ათავსებს. უკან სასტუმრო „თბილისი“ იწვის.
Caption
ტანკი პარლამენტის შენობისკენ მიემართება.
Caption
ოპოზიციის მებრძოლი დიდწილად განადგურებული სასტუმრო „თბილისის“ კარიდან ისვრის.
Caption
შეტაკება რუსთაველის გამზირზე.
Caption
მოხუცი ქალები შეძრწუნებით უყურებენ სასტუმრო „თბილისის“ მახლობლად მიმდინარე ბრძოლას.
Caption
მებრძოლები თბილისის ეროვნული გალერის ნატყვიარ შესასვლელთან.
Caption
ოპოზიციის მებრძოლი ჰაუბიცას უმიზნებს პარლამენტის შენობას.
Caption
1992 წლის 6 იანვარი. პარლამენტის შტურმი.
Caption
შეტაკებები დასრულდა, თუმცა რუსთაველის გამზირი ჯერაც დამწვარი ავტობუსებითაა მოფენილი.

თბილისის ომმა“, 15 დღე გასტანა და, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ომის შედეგად, დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა, მათ შორის - პარლამენტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია, ზვიად გამსახურდიას მთავრობამ კი საქართველოს ტერიტორია დატოვა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას მოჰყვა სამოქალაქო ომი და დაიწყო ქვეყნის მთლიანობის რღვევა.

ფოტოები: Getty Images, AFP, TASS, and epa