25 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამუნა ბოკუჩავა, ნარკოლოგიური კლინიკის - "ნეოგენის" ფსიქოთერაპევტი. მან ილაპარაკა სააფთიაქო ნარკომანიის ზიანის მასშტაბსა და იმ თავისებურებებზე, რაც ამ ურთულეს პრობლემას ახასიათებს. თამუნა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ სააფთიაქო ნარკომანიის მოზარდებში გავრცელებას ხელს უწყობს მისი მისაწვდომობა, აგრეთვე ის, რომ არ ხდება პრევენცია და ქვეყანაში არ არსებობს არანაირი თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ყველა კომპონენტს მოიცავდა. ფსიქტოთერაპევტი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდების სწორად ინფორმირება კომპეტენტური ადამიანების მიერ, რადგან ხშირად მათ არ აქვთ გაცნობიერებული რა გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია სააფთიაქო ნარკომანიას.