Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მე ვიცი, რომ მაჩალიკაშვილის საქმე არის მკვეთრად პოლიტიზებული"


5 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა მიქელაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) თანასწორობის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა 4 ივნისს მალხაზ მაჩალიკაშვილის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებსა და თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე. თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს კვლავაც არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. საქმე აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე არ ყოფილა კონკრეტული დაპირებები. მან გამოხატა თანაგრძნობა, ინტერესი და "ჩაინიშნა ყველა ის კრიტიკა", რაც ოჯახს და დაცვის მხარეს ჰქონდა და უკავშირდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის წრის გაფართოებას, მტკიცებულებების განადგურებას, გამოძიების ეფექტიანობასა და მიუკერძოებლობას, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და ა.შ.. თამთა მიქელაძე ლაპარაკობს მაჩალიკაშვილის საქმის მკვეთრად პოლიტიზებულობასა და გამოძიების პროცესში სუს-ის პოლიტიკურ გავლენებზე.

თამთა მიქელაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:28:46 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG