Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ 6-მა დეპუტატმა დატოვეს თანამდებობები და უმრავლესობა


„ვტოვებთ საპარლამენტო თანამდებობებს და საპარლამენტო უმრავლესობას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა 14 ნოემბერს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ.

თამარ ჩუგოშვილთან ერთად, საპარლამენტო თანამდებობასა და უმრავლესობას ტოვებენ: თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე, ზაზა ხუციშვილი და ირინე ფრუიძე.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ, სხვა გადაწყვეტილების მიღების გზა აღარ ჰქონდა. ის აგრეთვე ტოვებს პარტიულ თანამდებობებს. თამარ ჩუგოშვილი არის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი.

თამარ ჩუგოშვილისავე განმარტებით, დეპუტატთა ამ ჯგუფის მტკიცე პოზიციის შესახებ თანაპარტიელებისთვისკენჭისყრამდეც ცნობილი იყო.

“ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო გუნდისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის წითელი ხაზი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ამის ჩაგდების შემთხვევაში...

ის შედეგი დადგა, რაც დადგა. არ გვქონია სურვილი გუნდის დატოვების, უბრალოდ, სხვა გზა არ დატოვა დღევანდელმა კენჭისყრამ“.

თამარ ჩუგოშვილის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ხუთშაბაათს, უმრავლესობის შეხვედრაზეც მხარს უჭერდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

XS
SM
MD
LG