Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონთან კონფლიქტში მყოფები და დასაქმების ბაზარი


19 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნინო დემეტრაშვილი, "სიდა"-ს პროექტის მენეჯერი და თამარ თორია, "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი. მათ ილაპარაკეს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების საკითხზე. ამ ორმა ორგანიზაციამ DVV International-თან ერთად გამოიკვლია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ეფექტიანობა. დასაქმების ზოგადი პრობლემის ფონზე კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს მეტი ბარიერი აქვთ. ეს ბარიერი სხვადასხვა სახის არის: როგორც მათი შინაგანი განწყობა და მოტივაცია, აგრეთვე მათი მომზადებულობა შრომის ბაზრისთვის და საზოგადოების განწყობა მათი რეინტეგაციის მიმართ. ნინო დემეტრაშვილმა და თამარ თორიამ ილაპარაკეს მოკლე და გრძელვადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ბაზრისთვის მომზადებას ითვალისწინებს. თამარ თორიას თქმით, ასეთი პირები განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ სოფლის მეურნეობის სფეროს მიმართ. "ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელი აგრეთვე შენიშნავს, რომ ნაკლები ინტერესი აქვთ გრძელვადიანი საგანმანათლებლო კურსების მიმართ.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG