Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამართლიანობის აღდგენის დაპირების გამო მოიყვანეს "ქართული ოცნება" სათავეში"


9 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: თამაზ ჯალიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის აღმსრულებელი საბჭოს მიერ შექმნილი ,,უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის" თავმჯდომარე და ტარიელ მურმანიშვილი, ადვოკატი. მათ ილაპარაკეს სამართლიანობის აღდგენის პროცესის ექვსწლიან მოლოდინსა და ამ პროცესის დაძვრის ხედვაზე. თამაზ ჯალიაშვილი ყვება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში 2012 წელს პარლამენტის დადგენილებით პოლიტდევნილებად ცნობილი პირები (მათ შორის, ადვოკატები) სახელმწიფოსგან ელოდნენ სამართლებრივ რეაბილიტაციას. ამ მიზნით შესაბამისი დეპარტამენტიც შეიქმნა, რომელიც არაეფექტიანი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის წინ კი ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი დროებითი კომისია შეუდგა იმ ადვოკატების საქმეების შესწავლას, რომლებიც 2005-2012 წლებში კანონის დარღვევით, პირადი ან პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. ტარიელ მურმანიშვილი ყვება მის წინააღმდეგ საქმის დეტალებზე. მისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეაბილიტაცია, რადგან თვლის, რომ უსამართლოდ იყო მსჯავრდებული.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG