Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთის ძირითადი მიზანია, რომ საქართველოში არ იყოს სტაბილურობა"


"არც ერთი წუთით არ უნდა შეწყდეს ზეწოლა და გაპროტესტება იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს. მათი თვისება ასეთია - რაზეც წაუყრუებ, ორი იმდენს გაგიკეთებს", - ამბობს "დილის საუბრებში" ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე "კოალიციისა დევნილთა უფლებებისთვის". პროტესტის პარალელურად, უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის განვითარება. ზურაბ ბენდიანიშვილი თვლის, რომ პოლიტიკური ესტაბლიშმენტი შეთანხმებული უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის საკითხზე და წინასაარჩევნო კონტექსტზე ამბობს: "ყველაზე დამახინჯებულად, ყველაზე მწვავედ სწორედ ეს თემა ისახება ამ არჩევნების დროს და დადის ძალიან ფრაზეოლოგიური ურთიერთბრალდებების დონეზე და არაფერი - არც საღი აზრი, არც მსჯელობა და, მითუმეტეს, აფხაზური და ოსური საზოგადოების ადგილი ამ დისკურსში, ამ პოლიტიკურად უმწვავესად დაპირისპირებულ ორ ბანაკს შორის ბრძოლაში საერთოდ არ ჩანს".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG