85 წლის გურამ გოგიაშვილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ჟურნალისტია. ის დღემდე მუშაობს ყოველდღიურ გაზეთში, „საქართველოს რესპუბლიკაში“ და არც კი წარმოუდგენია ცხოვრება რედაქციაში მუშაობის გარეშე. ჟურნალისტური კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში, გაზეთ „კომუნისტში“ დაიწყო. გურამ გოგიაშვილი ავტორია არაერთი ცნობილი თარგმანისა.