რადიო თავისუფლების სტუმარია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მენეჯერი მიხეილ ციხელაშვილი. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი გვიამბობს მხატვარ დავით მაჭავარიანისა და „სულაკაურის გამომცემლობის“ ერთობლივ პროექტზე, გრაფიკულ რომანზე „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრეზენტაცია 10 ივლისს მოეწყობა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში. რომანის 222-გვერდიანი ესკიზების გარდა (ტექსტის ადაპტაციაზე მწერალმა სალომე ბენიძემ იმუშავა) ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დავით მაჭავარიანის ყველა ნამუშევარი, რომელთაც მხატვარი 10 წლის განმავლობაში „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე ქმნიდა, მათ შორის კლასიკური გამოცემის ილუსტრაციები.
გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 17 ივლისამდე გაგრძელდება.