Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როცა საგზაო შემთხვევები იმატებს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად კეთდება"


16 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საგზაო შემთხვევებისა და ამ შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის ზრდაზე. ეკატერინე ლალიაშვილი თვლის, რომ საჭიროა ამ სტატისტიკის ანალიზი და ადეკვატური, კომპლექსური მიდგომა. კერძოდ, "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, თუკი ქულების სისტემის შემოღებამ თავის დროზე გარკვეული შედეგი მოიტანა, რაც სტატისტიკის გაუმჯობესებამაც აჩვენა, დარღვევებზე არასაკმარისად მკაცრი რეაგირების გამო, დამრღვევი მძღოლები ისევ მოდუნდნენ. ეკატერინე ლალიაშვილი ერთ-ერთ საჭირო ცვლილებად თვლის ფარული კამერებით დაფიქსირებულ დარღვევებზე ქულათა სისტემის მიბმა. ის აგრეთვე განმარტავს საგზაო უსაფრთხოების საკითხისადმი სისტემური მიდგომის მნიშვნელობას. სამშაბათს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა: ეკატერინე ლალიაშვილა, დავით მესხიშვილმა, ვასილ ურუშაძემ და ირაკლი იზორიამ პრემიერ-მინისტრს მიმართეს და მისგან საგზაო უსაფრთხოების სფეროს პირად კონტროლზე აყვანა მოითხოვეს.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG