Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმანისის ნაქალაქარი

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კილომეტრში მდებარეობს. აქ აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები, ასევე ქვის იარაღები, დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას. დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბსა და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. მე18 საუკუნეში, დიდი ლეკიანობის ჟამს, დმანისშიც უამრავი ხალხი გაწყდა. ვინც გადარჩა, თავს უშველა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლდა.

16x9 Image

დავით მჭედლიძე

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG