Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრეტა თუნბერგი თბილისში აქციას აანონსებს კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის წინააღმდეგ


შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს.
შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს.

კლიმატის აქტივისტი, შვედი გრეტა თუნბერგი, რომელიც თბილისშია, საზოგადოებას მოუწოდებს, ორშაბათს, 11 ნოემბერს, შეუერთდნენ „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციას.

აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერიდან დაიწყება.

„შემოგვიერთდით აქციაზე, რომლითაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიის რეგიონში“, - წერს თუნბერგი ინსტაგრამზე.

იგი ძირითადად აზერბაიჯანზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ "ეს ავტორიტარული ტრენდი იზოლირებული შემთხვევა არ არის":

„რეგიონის მასშტაბით, ივანიშვილი, პუტინი, ერდოანი, ირანის თეოკრატიული რეჟიმი აძლიერებენ კონტროლს, ახშობენ წინააღმდეგობას, ავიწროებენ საკუთარ ხალხს და ეომებიან და ეთნიკურ წმენდას უწყობენ სომხებს, უკრაინელებს, ქურთებსა და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს“, - მიიჩნევს ის.

„აზერბაიჯანი, რომელიც გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29-ს ფასადურად იყენებს, აძლიერებს ავტორიტარულ კონტროლს ყალბი „მწვანე“ დღის წესრიგით და რეგიონში ვითარებას ძაბავს“, - წერს თუნბერგი.

თუნბერგი ერთი კვირაა თბილისშია.

4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მყოფმა თუნბერგმა მხარი დაუჭირა საქართველოს ოპოზიციას, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საპროტესტო აქციებს მართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG