Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მშვენიერაძე: "ეს არის მშიშარა ადამიანების ქცევა"


26 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელი. მან განმარტა პოზიცია, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად უპირისპირდება საკანონმდებლო ინიციატივას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ. "ჩვენ ვიცით, რომ სიძულვილის ენა ცუდია, მაგრამ მასთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად შერჩეული გვაქვს განათლება", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე და მნიშვნელოვნად თვლის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას. სხვა საკითხია ის, რომ "რელიგიური გრძნობა" არასამართლებრივი ტერმინია, შეუძლებელია მისი კანონმდებლობით განსაზღვრა. GDI-ს ხელმძღვანელის განმარტებით, სხვებისთვის დუმილის დაწესებას მშიშარა ადამიანები ითხოვენ, ვინც სიტყვით ვერ ახერხებს დაიცვას თავისი შეხედულებები. "მსოფლიოს განვლილი ისტორია გვიჩვენებს, რომ მსგავსი რეგულაციები ყოველთვის იყო ინსტრუმენტი უმრავლესობების ხელში მიეღწიათ უმცირესობების გაჩუმებისთვის - იქნება ეს დაკავშირებული რელიგიურ თუ პოლიტიკურ საკითხებთან", - ეუბნება გიორგი მშვენიერაძე რადიო თავისუფლებას. "პრობლემა ის არის, რომ პარლამენტარები, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გველაპარაკება არა კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების სახელით, არამედ გველაპარაკებიან რელიგიის სახელით. ისინი გველაპარაკებიან არა რელიგიის თავისუფლებაზე, არამედ კონკრეტული რელიგიის დაცვაზე", - ამბობს "დილის საუბრების" სტუმარი.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG