Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეალურ ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა"


გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი

"ეს ის დღეა, რომელმაც დიდი, გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ნეტავ, ასე გაგრძელებულიყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობა ერთი იდეისადმი", - ამბობს ისტორიკოსი, გიორგი კლდიაშვილი "დილის საუბრებში"

"ნამდვილად, ეს არის იმ ჰეროიკული ეპოქის გამოხატულება, როცა ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო - ეს იყო დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს ის დღეა, რომელმაც დიდი, გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ნეტავ, ასე გაგრძელებულიყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობა ერთი იდეისადმი, რაც მას შემდეგ აღარ გვქონია. ძალიან მალე დაიწყო თბილისის ომი, სამოქალაქო ომი, რამაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის საკმაოდ არასწორ რელსებზე გადასვლა".

გიორგი კლდიაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია რეალური ისტორიის ცოდნა, რაც დღემდე არ გაკეთებულა. ისტორიკოსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული მოვლენების მონაწილეთა ზეპირი ისტორიების დოკუმენტირება და შესწავლა, აგრეთვე საარქივო მასალების მოძიება-შესწავლა:

"არავის დაუწერია ისტორია. ლაპარაკია ადამიანებზე, რომლებიც ეპიცენტრში იყვნენ ამ პროცესების - პოლიტიკოსებზე, არაფორმალური მოძრაობის ლიდერებზე. გადაცემებში კი მონაწილეობენ და ყვებიან, მაგრამ დაწერილი არ აქვთ".

"დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს საქართველოში ლუსტრაციის განუხორციელებლობის მიზეზებსა და შედეგზეც. გიორგი კლდიაშვილის აზრით, ეს პროცესი გასული საუკუნის 90-იან წლებში უნდა დაწყებულიყო და გული სწყდება, რომ საქართველო არ იქცა ამ თვალსაზრისით მაგალითად სხვებისთვის:

"საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც დაიწყო დამოუკიდებლობისთვის ღია ბრძოლა და საქართველო უნდა ყოფილიყო მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ არ იყო ამისთვის მზაობა და პოლიტიკური ნება".

გიორგი კლდიაშვილის თქმით, მეორე შანსი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა:

"მაგრამ მათ მიერაც 2010 წელს მოხდა თავისუფლების ქარტიის კანონპროექტის ინიცირება და შემდგომ მიღება, რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა, მაგრამ რეალური ლუსტრაცია ვერ მივიღეთ. ამა აბარალებდნენ არქივებში დოკუმენტების არარსებობას. არ ვიცი ესეც რამდენად ზუსტია. ნაწილობრივი ლუსტრაცია შეიძლება რომ გაკეთდეს".

ლუსტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიება საჭიროა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამასთან, დილის გადაცემის სტუმარი შენიშნავს, რომ დროის სვლა არ აკნინებს საკითხის აქტუალურობას:

"მართალია გავიდა თაობები, მაგრამ ლუსტრაცია მაინც უნდა მოხდეს. აი, როგორც ლატვიაში. ლატვიამ გამოაქვეყნა მთლიანად კარტოთეკა - ვინ თანამშრომლობდა უშიშროების სამსახურთან საბჭოთა პერიოდში. მხოლოდ ლატვიამ გახსნა ბოლომდე უშიშროების აგენტურული ინფორმაცია. ამ მხრივ ძალიან უკან ვართ. ეს არის სერიოზული პრობლემა".

გიორგი კლდიაშვილი 9 აპრილზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:53 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG