18 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგა ბექაური, პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მან ილაპარაკა ტყიბულში დასაქმებული მეშახტეების მყისიერ საჭიროებებზე. უპირველესაც გიგა ბექაური ასახელებს პასუხს კითხვაზე - როგორ და რით უნდა იარსებონ ტყიბულელებმა საწარმოს შეჩერების პირობებში? პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ქალაქის მოსახლეობას სჭირდება გარანტიები და დაცვა სახელმწიფოსგან, აგრეთვე ქალაქის ალტერნატიული განვითარების გზა.