"როგორ შეიძლება კეთილსინდისიერი იყო, თუკი სასამართლოს საქმიანობაში პროკურატურა ერეოდა და ამაზე ხმას არ იღებდი?", - კითხულობს გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, რომელიც ლაპარაკობს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე. გია გვილავა ჩამოთვლის დღემდე ხელიდან გაშვებულ მომენტებს, ასახელებს დღევანდელ გამოწვევებს და თვლის, საქმე აქამდე იმიტომ მივიდა, რომ ხელისუფლებამ შეუწყო ხელი კონკრეტული ფიგურების გაძლიერებას. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი ლაპარაკობს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, კონკრეტული კრიტერიუმების განსაზღვრით მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესის დასაზღვევად.