საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი შეაფასებს საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები გუნდების ამასწინანდელ მატჩს და ჩვენი მოთამაშეების შესაძლებლობებს; ვეტერანი ფეხბურთელი გია ცანავა საქართველოს ჩემპიონატის ტრადიციულ მიმოხილვაში თბილისის „დინამოს“ კაპიტანს შოთა იამანიძეს გაიხსენებს, რომლის დაბადების 85 წელი 12 მარტს აღინიშნა; სახელოვან ფეხბურთელს და მის თაობას მოიგონებენ მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე.