საბანკო ვალდებულებების ჩამოწერა „კრედიტინფოს“ ნეგატიურ მონაცემთა ბაზაში მოხვედრილ ადამიანებს შეეხებათ-განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა ანი ალიბეგაშვილმა. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივა საბანკო დავალიანებების განულების შესახებ, უარყოფით შედეგს იქონიებს მსესხებლის ვალდებულებების შესრულების სტუმულზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს. კერძოდ, თუ ისინი დაინახავენ, რომ კერძო ფონდი თუ სახელმწიფო მზად არის მათ ნაცვლად შეასრულოს ეს ვალდებულებები, მათ ანალოგიური მოლოდინი სამომავლოდაც გაუჩნდებათ-აღნიშნავს ანი ალიბეგაშვილი. იგი ამბობს, რომ ადამიანის ერთი ნაწილისთვის ეს შეღავათი, შესაძლებელია, მართლაც მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა მეორე ნაწილს, რომელსაც ანალოგიურად უჭირს, მაგრამ მაინც იხდის საბანკო ვალდებულებებს, უთანასწორობის განცდა უჩნდება. ანი ალიბეგაშვილი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მთავრობის ინიციატივა პოლიტიკური გადაწყვეტილების ნიშნებს შეიცავს და მას არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ ექნება.