მარნეულში გაიმართა რაიან და ლორა სმითების და მათი შვილის სამოქალაქო პანაშვიდი. სმითების სახლთან ყვავილებით, სათამაშოებით და სანთლებით მივიდნენ მათი ოჯახის მეგობრები, ნაცნობები, მეზობლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. დღესვე მარნეულის ცენტრში, ერთ-ერთ სკვერში მოეწყო სმითების ოჯახის ფოტოების გამოფენაც.