საქართველოში აღინიშნება ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73-ე წლისთავი. თბილისში, ვაკის პარკში შეიკრიბნენ ომის ვეტერანები და ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვაკის პარკში შეკრებილებმა პატივი მიაგეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალს.