27 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბიძინა ლებანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბრემენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. მან ილაპარაკა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის სამხრეთკავკასიურ ტურნეზე - რა იყო მთლიანად ტურნეს და კერძოდ, საქართველოში ვიზიტის მთავარი აქცენტები? რა არის გერმანიის პარგმატული ინტერესი და რამდენად ადეკვატურია საქართველოს მოლოდინები გერმანიის მიმართ?