Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს რუსთაველის თეატრთან "ვარსკვლავი გაუხსნეს"


მოძრაობა 20/30-ის წევრებმა, რომლებიც "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად რუსთაველის თეატრთან "ვარსკვლავი გაუხსნეს".

"ვარსკვლავს" ივანიშვილის სახელი-გვარი და მისი დაბადების თარიღი აწერია, რომელიც უსასრულობის ნიშნით გრძელდება. გარდა ამისა, წერია 20/30-იანელების სლოგანი: "ივერიამ საკმარისად იძინა, საქართველოს გააღვიძებს ბიძინა".

როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა "ვარსკვლავის გახსნისას" თქვეს, ბიძინა ივანიშვილი არის ის, ვინც ქართულ კულტურას კვებავს, ის უხდის ფულს მსახიობებს და იმსახურებს, მისი ვარსკვლავი რუსთაველის თეატრთან იყოს განთავსებული. ვარსკვლავ-სტიკერი განთავსებიდან რამდენიმე წუთში თეატრის ადმინისტრაციამ აიღო და ნაგვის ურნაში ჩადო. მათი თქმით, ამის ადგილი იქ არ იყო.

ბიძინა ივანიშვილის "ვარკვლავის გახსნას" ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ სამართალდამცველებიც.

XS
SM
MD
LG