ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველ საბავშვო ბაღში, იატაკზე დაფენილ ლეიბებზე მძინარე ბავშვების ვიდეო, ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძამ თორნიკე ხარამიშვილმა გადაიღო. შემდეგ ვიდეო პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს ბათლომე შელიას გადასცა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.
რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს რომ აღმზრდელები თორნიკე ხარამიშვილს ვიდეოს გადაღებას უკრძალავენ, ისმის ხმა, რომ "გადაღება არ შეიძლება". ზუგდიდის მერიას აცხადებენ, რომ ბაღს ბაგა არ აქვს და ბავშვების დაძინება იატაკზე დაფენილ ლეიბზე ბაღის ადმინისტრაციის თვითშემოქმედებაა. აღსაზრდელთა მშობლები ამბობენ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ.