გუშინ, 15 ივნისს, დაღამებულზე ვარკეთილის ბაზრობის 4 000 კვადრატული მეტრი დაიწვა. ხანძარმა ძირითადად სასაწყობე ჯიხურები გაანადგურა. ტერიტორია დღესაც ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და მოვაჭრეებს შიგნით შესვლის საშუალება არ აქვთ.
„აჰა, ყველაფერი დაიწვა“ - ფოტორეპორტაჟი ვარკეთილის ბაზრობიდან

1
„მთელი ღამე აქ გავათენეთ და არაფერი ვიცით. ამბობენ, რომ ზუსტად ჩვენი მაღაზიიდან დაიწყო ხანძარი. სამი მაღაზია დაგვეწვა. შერეული საქონელი იყო, ჩუსტები და სხვა რაღაცეები" - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

2
სახანძრო მანქანების ნაწილი დღესაც ბაზრობის სიახლოვეს დგას. წუხელ გაჩენილ ცეხლს 130-მდე მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათი აქრობდა.

3
მოვაჭრეთა ნაწილი ამბობს, რომ ათობით ათასი ლარის ზარალი მიიღო. მათ ნაწილს ქონება დაზღვეული არ ჰქონდა. ისინი ელიან, როდის მისცემენ ნებას, რომ ნახონ რა დარჩა მათი ჯიხურებიდან.

4
„ახალი გაკეთებული მქონდა რემონტი, ახალი საქონელი შემოვიტანე, ორი დღე ვიმუშავე და აჰა, ყველაფერი დაიწვა“ - ყვება ერთ-ერთი ჯიხურის მეპატრონე.

5
„პირველადი დათვალიერებით ჯერ ვერ მოგახსენებთ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლი, სავარაუდოდ, გაჩნდა შუა ნაწილში“, - უთხრა მედიას თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

6
ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ათეულობით ჯიხური დაიწვა.

7
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.