„გვიხარია, რომ აშშ-ში მშვიდობა იმარჯვებს“ - მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენცია აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრით დაიწყო.
„ძალიან გვიხარია, რომ აშშ-შიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. დანარჩენი, როცა ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, სხვა ლიდერებიც გააკეთებენ განცხადებას“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მან შეერთებულ შტატებს უწოდა „სტრატეგიული [პარტნიორი] და მეგობარი ქვეყანა“.
კობახიძე ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს:
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, - წერს იგი X-ზე.
ტრამპს გამარჯვებას ულოცავს პრეზიდენტი ზურაბიშვილიც
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ზელენსკი: ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში
„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
„მახსოვს ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების გზები“, - წერს იგი ტვიტერზე.
„მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის მიმართ მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერაზე“.
ფორუმი