კობახიძე ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს:
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, - წერს იგი X-ზე.
ტრამპს გამარჯვებას ულოცავს პრეზიდენტი ზურაბიშვილიც
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ზელენსკი: ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში
„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
„მახსოვს ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების გზები“, - წერს იგი ტვიტერზე.
„მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის მიმართ მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერაზე“.
სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ
აშშ-ში, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, კონგრესის არჩევნები ტარდება.
წინასწარი შედეგებით, ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ექნებათ.
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურ პარტიას 100-წევრიან სენატში, სულ მცირე, 51 წარმომადგენელი ეყოლება.
აქამდე სენატის უმრავლესობაში დემოკრატები იყვნენ.
დონალდ ტრამპმა უკვე გამოაცხადა, რომ სენატის არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა.
რაც შეეხება ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას - აქ ხმების კიდევ ბლომადაა დასათვლელი.
ფორუმი