ამერიკის შეერთბული შტატები აცხადებს, რომ ჰუთების რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა.
26 იანვარს, ჰუთების მორიგი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ადენის ყურეში ნავთობით დატვირ ბრიტანულ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.
აშშ-ის ცნობით, ტანკერი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტამ დააზიანა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ეს ჰუთებისგან წითელი ზღვის მიდამოებში საერთაშორისო გადაზიდვებზე ერთ-ერთი ბოლო თავდასხმაა.
პასუხად ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის და მისი მოკავშირეები „იტოვებენ სათანადო პასუხის გაცემის უფლებას“.
მოგვიანებით, 27 იანვარს, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჰუთების რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა.
ჰუთებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სავაჭრო გემებზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ომი კი 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა.
იანვარში აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს იემენში ჰუთების ობიექტებს.
მაგრამ ჰუთები აგრძელებენ წითელ ზღვაში, მათ შორის, ამერიკის სამხედრო გემებზე თავდასხმებს - უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით.
შეერთებულმა შტატებმა 23 იანვარს სანქციები დაუწესეს ჰუთების, იგივე „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს.
ჰუთები აკონტროლებენ იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას.