Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკი ის არ არის, რაც ჩვენ გვგონია


სალომე ასათიანის პოდკასტი

ნარკოტიკი ის არ არის, რაც ჩვენ გვგონია
please wait

No media source currently available

0:00 0:47:27 0:00
გადმოწერა

„წარმოუდგენლად ძლიერი“, „საოცარი, ორიგინალური, ჭკვიანური - ეს ჭეშმარიტად რევოლუციური წიგნია“, „ამ წიგნს ხელიდან ვერ გაუშვებთ დამთავრებამდე“ - ამ ტონალობაში დაწერილი უამრავი შეფასება ერთვის

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

ყდაზე ინგლისელი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, იოჰან ჰარის მიერ 2015 წელს გამოცემულ წიგნს „ყვირილის დევნა: ნარკოტიკებთან ომის პირველი და უკანასკნელი დღეები“. რეცენზენტები, მათ შორის ნოამ ჩომსკი, ნაომი კლაინი, ელტონ ჯონი, გაზეთები „გარდიანი“, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ და ბევრი, ბევრი სხვა ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს წიგნი მკითხველს სრულიად ახლებური პერსპექტივიდან დაანახვებს ყველა საზოგადოებაში არსებულ პრობლემას - ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და მასთან ბრძოლის გზებს. „ნარკოტიკი არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია. ნარკოტიკებზე დამოკიდებულება არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სულ სხვანაირად შეხედავთ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასაც და ზოგადად, ჩვენს საზოგადოებასაც“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ შეფასებაში.

წიგნის სტრუქტურა სადა და მარტივია. იოჰან ჰარი აღწერს ფსიქოაქტიური ნარკოტიკების მოხმარების და ამ მოხმარებასთან ბრძოლის ისტორიას - დეტალურად ჰყვება აშშ-ში ნარკოტიკებისთვის გამოცხადებულ უკომპრომისო ომზე მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში. და გვაჩვენებს, რომ ეს ომი დამარცხდა. უზარმაზარი ძალისხმევის, თანხების მიუხედავად, აშშ-ის ციხეებიც კი არ არის თავისუფალი ნარკოტიკებისგან. ჰარის არ უწერია, მაგრამ იგივე ითქმის საქართველოზეც - „ნულოვანი ტოლერანტობის“, მომხმარებელთა დასჯის, დევნის, სისასტიკის მიუხედავად, ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რაოდენობა არ იკლებს და, სხვადასხვა შეფასებით, იზრდება კიდეც.

ნარკოტიკზე დამოკიდებულების საპირისპირო ცნება არა სიფხიზლე, არამედ კავშირებია - სხვა ადამიანებთან, გარემოსთან, ზოგადად სიცოცხლესთან ბმა.

მაგრამ ნარკოპოლიტიკის რეფორმას წარმატება მოაქვს. იქ, სადაც ჰუმანური ან, სულაც, პრაგმატული მოსაზრებებით ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის თუ ლეგალიზაციის სხვადასხვა ფორმის დანერგვა სცადეს და მომხმარებლების დასჯიდან მათ დახმარებაზე გადავიდნენ, - მაგალითად, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, - პრობლემის მასშტაბი მნიშვნელოვნად შემცირდა.

​ამ წიგნში უამრავ რეალურ პერსონაჟს შეხვდებით - ჰარი ენსლინგერს, რომელმაც 1930-იან წლებში შემოიღო აშშ-ში დღემდე მოქმედი, აკრძალვაზე და დევნაზე დაფუძნებული, ნარკოპოლიტიკა; არნოლდ როთსტეინს, რომელსაც ჰარი მიაწერს ნარკოტიკებით მოვაჭრე თანამედროვე ყაიდის კრიმინალური ჯგუფის დაფუძნებას 1920-იანი წლების ნიუ-იორკში; ბილი ჰოლიდეის - ჯაზის ტრაგიკულ ლეგენდას, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების გამო ენსლინგერის დევნის სამიზნე იყო; არიზონის ციხეში 2009 წელს თაკარა მზეში დატოვებულ და დაღუპულ, ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ქალს, მარსია პაუელს. და ბევრ სხვას - ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს, პოლიციელებს, პარლამენტარებს, მეცნიერებს, ექიმებს, აქტივისტებს.

ჰარი გამოდის არა მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაციის, არამედ ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოწოდებით, ოღონდ, ცხადია, ლეგალიზაციაში გულისხმობს წესრიგის და კანონიერების დამყარებას ნარკოტიკებით ვაჭრობის შავბნელ და კრიმინალურ სამყაროში. სწორედ ესაა ის გზა, რომელიც საზოგადოებაში ამცირებს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სიხშირესაც და ტრაგიკულ შედეგებსაც - ამბობს ის.

ყველაზე მეტად დაგამახსოვრდებათ ჰარის საკვანძო ფრაზა - რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულების საპირისპირო ცნება არა სიფხიზლე, არამედ კავშირებია - სხვა ადამიანებთან, გარემოსთან, ზოგადად სიცოცხლესთან ბმა.

ამ პოდკასტში იოჰან ჰარი სალომე ასათიანს უყვება ამ ყველაფერს და კიდევ ბევრ საინტერესო და საქართველოსთვის ძალიან საყურადღებო რამეს.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG