Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ მაქვს ეჭვის საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას“


რა მტკიცებულებები აქვთ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულზე რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოს მიმართეს და რამდენად ენდობიან ისინი გამოძიებას? ამ საკითხებზე რადიო თავისუფლების შეკითხვებს „დილის საუბრებში“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა უპასუხა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება გამოძიება, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები კი მზად არიან მათ ხელთ არსებული შესაძლებლობებით გააგრძელონ მუშაობა. კერძოდ „ გვაქვს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია, რომელიც პირველ ტურზე იყო, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციიდან მეორე ტურისთვის გამოვითხოვეთ ამომრჩეველთა ერთიანი სია. ჩვენი რესურსით ვაპირებთ დავიწყოთ შეადრება, ხომ არ არის რომელიმე ფოტო გამეორებული. მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა იმ ფაქტის, ყველა იმ მტკიცებულების მოძიება, რომელმაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს“-აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა „დილის საუბრებში“.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG