ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 25 ორგანიზაცია აწერს, აღნიშნულია, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს.
"საერთო მოსაზრება არის ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის შედეგებს. შედეგებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს", - უთხრა მედიას "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო სადამკვირვბლო მისიასთან შეხვედრის შემდეგ.
ირაკლი კობახიძემ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება არ გამორიცხა.
ოქმებში ცდომილებები - ტენდენცია კონკრეტული ძალის სასარგებლოდ, თუ სხვადასხვა მიზეზით დაშვებული შეცდომა
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ბათუმში, მთავრობის სახლთან, ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების წინასწარ შედეგებს და ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციური პარტიები მიუთითებენ უზუსტობებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში, სადაც არის შემთხვევები, როცა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობა არ ემთხვევა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამს.