Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2020 - განახლებადი ინფორმაცია

  • 2020 წლის 11 დეკემბერს პირველი სხდომა გამართა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა. სხდომათა დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები იყვნენ.
  • ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს - უარი მანდატებს!
  • ცესკომ გამოაქვეყნა პარტიების სია, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ.
  • ვინ მოხვდა 2020 წლის პარლამენტში

დოკუმენტს ხელს აწერს არჩევნებში მონაწილე 10-ზე მეტი პარტია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, გაუქმდეს 117 უბნის შემაჯამებელი ოქმები და ხელახლა გადაითვალოს მონაცემები.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

📍„ნაციონალური მოძრაობა“,
📍„ევროპული საქართველო“,
📍„სტრატეგია აღმაშენებელი“,
📍„ლელო“,
📍„გირჩი“,
📍„მოქალაქეები“,
📍„ლეიბორისტული პარტია“,
📍„რესპუბლიკური პარტია“,
📍„სახელმწიფო ხალხისთვის“,
📍„ევროპული დემოკრატები“,
📍„კანონი და სამართალი“,
📍„ერთიანი საქართველო“
📍და პაატა დავითაიას ინფორმაციით, ასევე, „პატრიოტთა ალიანსი“.

“გაყალბებული ოქმები” - რა შეცდომები იყო, რა გასწორდა, რა ვერა

დღეს საღამოს 6 საათზე ქვეყნის მასშტაბით 3600-ზე მეტ საარჩევნო უბანზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადა იწურება. ოქმები სადაც არჩევნების შედეგებია აღნუსხული საჩივრდება ჯერ საოლქო კომისიებში, შემდეგ კი - სასამართლოში.

ცესკოს საიტზე პირველივე ოქმების გამოქვეყნებიდან მოყოლებული, საუბნო კომისიებში შედგენილი დოკუმენტები საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. “გაყალბებული ოქმები” სოციალურ ქსელში ამ სახელწოდების გვერდიც კი შეიქმნა სადაც ათეულობით ოქმია გამოქვეყნებული და ამომრჩევლები მათ ხარვეზებზე მსჯელობენ.

წაიკითხე მეტი...

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG