ცესკოს განცხადებით, "სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ობიექტური საფუძვლებით და არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ან კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება".
ვინ იქნებიან 2020 წლის პარლამენტში - მომავალი დეპუტატების სია
ცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაამთავრა, შესაბამისად უკვე ცნობილია პროპორციული წესით რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს. გარდა ამისა, 14 მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდა გამარჯვებულიც.
პროპორციული წესით ყველაზე მეტი დეპუტატი პარლამენტში "ქართულ ოცნებას" ეყოლება. პარტიას 61 მანდატი აქვს. შემდეგ ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" - 35 მანდატით, შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველო" (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი).
"ევროპული საქართველოს" ბრიფინგი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.
"ქართული ოცნების" ბრიფინგი არჩევნების შედეგების შესახებ.