ნიღბები, ხელთათმანები, დისტანცია, სადეზინფექციო ხსნარი - პანდემიის პერიოდის ყველა წესი არჩევნების დღესაც დაცულია. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები რიგში იდგნენ და ხმის მისაცემად ნაწილ-ნაწილ შედიოდნენ.
ნიკა მელია ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გლდანში ხელისუფლება არჩევნებს აგებს და ძალადობის ფაქტები ამით არის განპირობებული.
საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, როგორც საარჩევნო უბნების 25-მეტრიან რადიუსში, ასევე მის გარეთაც, შეინიშნებოდა განსაკუთრებით მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება.